ისრაელი ემზადება ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს, – ამის შესახებ ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა „მე-12 არხს“ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა. იუწყება The Times of Israel
ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, „ამერიკელებს ესმით, რომ ირანთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული“.
მისი თქმით, 24 საათში ისრაელის მხარეს უფრო მეტი ეცოდინება.
„ჩვენ ვემზადებით ირანთან ომის გარდაუვალი განახლებისთვის, რომელიც შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს და ველოდებით ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას. 24 საათში უფრო მეტი გვეცოდინება“, - განაცხადა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.