საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციას უნდა, რომ 26 მაისს თავები დაითვალოს და შემდეგ კონკრეტული ანგარიშებით უცხოელი მფარველების წინაშე წარდგეს.
როგორც ჟურნალისტებს მახაშვილმა განუცხადა, ოპოზიციის მიზანია, პატრონებს დაანახოს, სად დგანან.
„რატომღაც საკუთარი აქცია 26 მაისს დაამთხვიეს, როცა ადამიანები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, ადამიანები ქუჩაში არიან და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეს ზეიმობენ. როგორც ხდება ხოლმე, გაყალბებით და ფოტოშოპებით შეეცდებიან, რომ მათი გადმოსახედიდან კარგი სურათები დადგან. წინა შემთხვევებისას ყველა ასეთ თარიღზე დაძაბულობის შემოტანა ხდებოდა. ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ამჯერადაც შფოთვის და დაპირისპირების ახალი კერების შემოტანას შეეცდებიან, რომ იქნებ სახელმწიფომ სადმე რაიმე შეცდომა დაუშვას, რაზეც ახალ კამპანიას ააგებენ. ბევრი ასეთი გადაგვივლია, სახელმწიფო გაიზარდა და მსგავსი პროცესების მართვაც ისწავლა. იმედია, ეს ადამიანები კანონის ჩარჩოებში დარჩებიან“, – განაცხადა მახაშვილმა.