უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილის 12 საათის მდგომარეობით, რუსული კომბინირებული იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა, მათ შორის 1 თვის ჩვილი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კიდევ 10-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება.
პოლიციის ინფორმაციით, დარნიცის რაიონში დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა - ნანგრევებიდან ამოიყვანეს ორი კაცი და ერთი ქალი.
ასევე ცნობილია, რომ კიდევ ერთი კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომელიც ავტოგასამართი სადგურიდან მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, რომელიც იერიშის დროს დაზიანდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განაცხადებით, დაშავებულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია.
დარნიცის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ვიტალი კლიჩკოს თქმით, 18 ბინაა დაზიანებული.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დამატებით განაცხადა, რომ ამ საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 27 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ნანგრევებში შესაძლოა კვლავ იყვნენ ადამიანები.