წინააღმდეგობის მოძრაობა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება. ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობა“? 2001 წელს მოკლეს ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ჟურნალისტი, გიორგი სანაია (ვახოს ძმა) ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში გასაპროტესტებლად და მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა. ეს იყო სპონტანური და არაორგანიზებული პროტესტი, რომელიც ასე მე-3 დღეს ჩაიფუშა და გაბანძდა.
სწორედ მაშინ ვუთხარი ლევან ბერძენიშვილს, რომ ჩვენ უნდა დაგვეფუძნებინა საერთო სახალხო მოძრაობა, რევოლუციის მოხდენის მიზნით და ასე ჩამოყალიბდა ენმ, რომელსაც ჰყავდა ძალიან ბევრი აქტივისტი რეგიონებში, რომელთაც იცოდნენ, რომ უნდა მოეხდინათ რევოლუცია. შევქმენით სკოლა ცხვარიჭამიაში, სადაც ყველა აქტივისტს ვასწავლეთ რევოლუციის ტაქტიკა.
მე ილუზია არ მქონდა, რომ შევარდნაძე და კორუმპირებული ისტებლიშმენტი რევოლუციის გარეშე დათმობდნენ ხელისუფლებას. უკვე ჩასაფრებული იყვნენ პატარკაციშვილი და ივანიშვილი. თვითონ შევარდნაძის ოჯახის შემცვლელად სურდა გია ჭანტურია (საქ. ნავთობის უფროსი), მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ არჩევნები გაგვიყალბეს, როგორც მოსალოდნელი იყო, რევოლუციურმა სცენარმა ჩაშალა მათი გეგმები, მაგრამ ამისთვის, ეს წინააღმდეგობის მოძრაობა მოსამზადებელია და არა იმის ძახილი, რომ თავისით რაღაც მოხდება. ამას სჭირდება ხალხი სტრატეგიული ხედვით და დიდი გამბედაობით“, – აღნიშნავს სააკაშვილი.