ლატვიის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ამჟამად პოლიტიკურმა შურმა და ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა პასუხისმგებლობას აჯობა. როდესაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ძლიერი კანდიდატი გამოჩნდა, პოლიტიკურმა მოლაყბეებმა, სამთავრობო კრიზისი აირჩიეს. ამიტომ ვაცხადებ, რომ თანამდებობას ვტოვებ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ არის, მაგრამ მოცემულ ვითარებაში ეს პატიოსანი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ევიკა სილინიამ.
გუშინ, ლატვიის სამთავრობო კოალიციაში შემავალმა „პროგრესულმა“ პარტიამ ევიკა სილინიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
ოთხშაბათს „პროგრესულმა“ პარტიამ გამოაცხადა, რომ სილინას მხარს აღარ დაუჭერდნენ მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში მან თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი, პოლოკოვნიკი რაივის მელნისი წარადგინა.