მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს პირველმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად არჩევას მიულოცა.
მისალოც წერილში პატრიარქმა ბართოლომეოსმა საქართველოს ეკლესიის ახალ მამამთავარს ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი მსახურება უსურვა "ღვთის სადიდებლად, მისი ერთგული სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველ ხალხს შორის მშვიდობისა და სტაბილურობისა და სრულიად მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობის განსამტკიცებლად".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს საქართველოს 142-ე მწყემსმთავრად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
პატრიარქის ინტრონიზაცია (აღსადყრების ცერემონიალი) გაიმართა 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.