"მოსკოვის ბანკში" კრედიტის სახით თაღლითური გზით მიღებული ფულადი სახსრები, ელენა ბატურინას პირად ანგარიშზე გადაირიცხა.
ეს განცხადება რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტში გააკეთეს.
""მოსკოვის ბანკის" რიგმა დაუდგენელმა თანამშრომლებმა დახურული სააქციო საზოგადოება "პრემიერ ესტეიტ"-ისYთანამშრომლებთან ერთად, თაღლითური გზით მიიღეს დაახლოებით 13 მილიარდი რუბლი კრედიტის სახით, "პრემიერ ესტეიტ"-ისYბრუნვის სახსრების შესავსებად", _ განმარტავენ საგამოძიებო კომიტეტში.
მათივე ინფორმაციით, კრედიტი მიღებული იყო განზრახვისა და რეალური შესაძლებლობის გარეშე შესრულებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამასთან ერთად გამოყენებული იყო სიმართლისათვის შეუსაბამო მონაცემები გირაოს საგანთან მიმართებაში, რომელიც შეთანხმების უზრუნველყოფისათვის წარმოადგინეს.
"ამის შემდეგ, ფულადი სახსრები, რომლებიც აღნიშული კრედიტით მიიღეს ელენა ბატურინას პირად ანგარიშზე გადაირიცხა", _ აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში და აღნიშნავენ, რომ ამჟამად გამოძიება ამოწმებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სახსრები მოსკოვის ბიუჯეტიდან, "პრემიერ ესტეიტ"-ისათვის კრედიტის გამოყოფას ემსახურებოდა.