სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მივიდა. რამდენიმე წუთის წინ ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო.
სადღესასწაულო წირვაზე შედგება ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია.
საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის სიმბოლოებს, კერძოდ, საპატრიარქო მიტრას, ასევე კუნკულ-ბარტყულს (თავსაბურავს) და ჯვარ-პანაღიასა და კვერთხს.
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი გუშინ, სამების ტაძარში ჩატარებულ, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩია.
ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო. რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.