ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია დღეს, 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქმა,შიო III-მ განაცხადა.
მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა. უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინტრონიზაცია შედგება 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მსახურება დაიწყება 10:00 საათზე“,- აღნიშნა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო მესამემ.