აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი „უკიდურესად სუსტ მდგომარეობაშია“.
„ამჟამად ეს [ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი] წარმოუდგენლად სუსტია, იმ სისულელის წაკითხვის შემდეგ, რაც გამოგვიგზავნეს. ვიტყოდი, რომ უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების შანსი მხოლოდ 1%-ია.
"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ახლა აპარატზეა შეერთებული", - თქვა ტრამპმა.