მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოსთვის ზრუნვა და მგონია, რომ პატრიარქი ამ საქმეში მარტო არ იქნება, წმინდა სინოდი, ყველანი შეეხიდებიან, – ამის შესახებ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ განაცხადა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არჩევნები იყო და გამოარჩია წმინდა სინოდმა. ახალი პატრიარქი არის მისი მაღლად ყოვლადუსამღვდელოესობა მეუფე შიო. მთავარი პრიორიტეტი საქართველოსთვის ზრუნვა არის და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში, წმინდა სინოდი, ყველანი თავის გამოცდილებით შეეხიდებიან მას მსახურებაში“, – განაცხადა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ.