უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ახლო მომავალში, მოლდოვაში შეხვედრა ექნება კოლეგასთან საქართველოდან - მან კომენტარი ევროსკოპთან გააკეთა და უპასუხა კითხვას, რა საკითხები განიხილეს ქართულ მხარესთან კომუნიკაციისას
"ჩვენ გვინდა ახალი ფურცელი გადავშალო ჩვენს ქართველ პარტნიორებთან. ერევანში იყო ისტორიული შეხვედრა ჩვენს ლიდერებს შორის. გაცვალეს მოსაზრებები, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ასეთი კონსტრუქციული დიალოგი. უახლოეს მომავალში მოლდოვაში მექნება შეხვედრა ჩემს ქართველ კოლეგასთან, ასე რომ გვინდა სათანადოდ მოვაგვაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური კურსი. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ამას. დიახ, არსებობს სენსიტიური საკითხები ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში, მაგრამ მზად ვართ წინ წავიწიოთ." | განუცხადა ევროსკოპს ანდრეი სიბიგამ.
საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან. ერთ- ერთი მთავარი საკითხი დასავლეთ ბალკანეთი და ორგანიზაციის გაფართოებაა.