გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი 11 მაისის დილით უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პისტორიუსი კიევში ჩავიდა, რათა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე მოლაპარაკებები გამართოს.
მისი თქმით, ახალი პროექტების ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება სხვადასხვა დისტანციის თანამედროვე უპილოტო საბრძოლო სისტემების ერთობლივ შემუშავებაზე.