ხომალდ MV Hondius-დან, რომელიც დღეს დილით ტენერიფეში ჩავიდა, ევაკუაცია დაიწყო. გემი სამხრეთ არგენტინიდან 1-ელ რომელზეც ჰანტავირუსის გავრცელება მოხდა, აპრილს გაემგზავრა. იუწყება The Guardian.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრების მცირე ჯგუფი, რომელიც მთლიანად ესპანეთის მოქალაქეებისგან შედგება, უკვე მიემართება ტენერიფეს გრანადილიას პორტისკენ.
ოფიციალური ცნობით, მგზავრებს პორტიდან სამხედრო ავტობუსებით პირდაპირ აეროპორტში გადაიყვანენ, რის შემდეგაც ისინი ესპანეთის მთავრობის სპეციალური თვითმფრინავით მადრიდში გაემგზავრებიან, სადაც საავადმყოფოში მოათავსებენ და კარანტინში გადაიყვანენ.
ცნობისათვის, გემზე 11 აპრილს, პირველი მგზავრი, ნიდერლანდების მოქალაქე, გარდაიცვალა. მისი მეუღლე, რომელიც 24 აპრილს წმინდა ელენეს კუნძულზე გადმოვიდა, იოჰანესბურგში ჩაფრინდა და 26 აპრილს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2 მაისს, გემზე გერმანელი მგზავრი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეჭვობს, რომ ნიდერლანდელი მგზავრი ჰანტავირუსით გემზე ასვლამდე დაინფიცირდა.