შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ. როგორც მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა.
,,ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, “ქართული ოცნების” მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს!”,- წერს მთივლიშვილი.