პეტერ მადიარმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს.
უნგრეთის ახალმა პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.
უნგრეთის ახალმა მინისტრთა კაბინეტმა, ფიცი დადო და მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.
ფიცის დადების შემდეგ მადიარი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა.
მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ უნგრელი ხალხისგან მიიღო მანდატი, რათა ქვეყნის ცხოვრებაში „ახალი თავი გახსნას“. მან აღნიშნა, რომ უნგრეთი ახლა „უფრო თავისუფალი, უფრო ადამიანური და უფრო იმედიანი ეპოქისკენ“ ისწრაფვის.
მადიარის განცხადებით, ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ის, რაც გვაერთიანებს, უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე ის, რაც გვყოფს“.
მედიის ცნობით, პარლამენტის წინ მდებარე მოედანი სრულად იყო სავსე ადამიანებით, რომლებიც „ორბანის ეპოქის“ დასრულების აღსანიშნავად შეიკრიბნენ.