ისრაელის სამხედრო პირებმა ღაზას სექტორში სამი პალესტინელი ადამიანი მოკლეს.
როგორც ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, მათი ქვეყნის ჯარისკაცებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, როდესაც შეამჩნიეს რომ პალესტინელები ღაზას სექტორში, მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბომბს ამონტაჟებდნენ.
როგორც მოკლულების ნათესავები აცხადებენ, დაღუპულები შეუიარაღებლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ამ დროისთვის "ჰამასის" არცერთ წარმომადგენელს არ განუცხადებია, რომ მოკლულები მათი დაჯგუფების წევრები იყვნენ.
როგორც BBჩ იუწყება, ისრაელის სამხედრო პირები ხშირად ხსნიან ცეცხლს პალესტინელების მისამართით, როდესაც საზღვარზე მათ საეჭვო მდგომარეობაში შენიშნავენ.
2010 წელს ისრაელის სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, ღაზას სექტორში არსებულ საზღვართან 50 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 12 მშვიდობიანი მოქალაქე.