რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს. ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა.
ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ჰანჯა ავრეცლებს.
მისი თქმით, მტერმა დაახლოებით არტილერიითა და დრონებით ოლქის ორ რაიონს 20-ჯერ შეუტია .
ნიკოპოლის რაიონში იერიშები განხორციელდა რაიონულ ცენტრზე, მარგანეცისა და ჩერვონოგრივორივსკის თემებზე. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მაღაზია, კაფე და კერძო სახლები.
35 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. მზიმედ დაჭრილი 39 წლის ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს დაშავებულია კიდევ 31 წლის კაცი.
ასევე, დუბოვიკოვის თემზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა საწარმო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. დაიღუპა ერთი ადამიანი.