ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში პედაგოგი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ინფორმაციას "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.
ორი გასროლით, დაჭრილს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიღებული. ის თავდაპირველად ლაგოდეხის კლინიკაში, მოგვიანებით კი ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულის გამო, თბილისში გადაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელი სავარაუდოდ პედაგოგის შვილის გამო მივიდა, თუმცა შემთხვევის დროს ახალგაზრდა კაცი სახლში არ იმყოფებოდა. სოფელში ვარაუდობენ, რომ შესაძლო სამიზნე სწორედ ის იყო.