უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ მისი აზრით, დიალოგი საუკეთესო საშუალებაა.
"მხოლოდ დიალოგს შეუძლია გვაპოვნინოს გამოსავალი ნებისმიერი პრობლემიდან. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი უნგრეთში სადაც ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვხედვათ, როგორ, შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდეთ კარგ დიალოგზე უნგრეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ გვესმის რა რელობაა საქრათველოში. არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ ფორმატი დიაკუსისთვის. ეს სასარგებლო იქნება როგორც საქრათველოსთვის. ასევე უკრაინისითვის", - განაცხადა ოდოლიაკმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენა ეს არის შესაძლებლობა განხილული იყოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ასევე ჰუმანიტარული საკითხები. არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მე ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე. ყველა თემა უნდა განვიხილოთ ფრთხილად. არსებობდა საინფორმაციოდ დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან. მე მესმის ამის მიზეზი. მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ პატივისცემით. ჩვენ გავქვს ინტერესი ჩვენ პარნიტორებთან გავაღრმავოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოჯისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია" - ქვა მიხაილო პოდოლიაკმა TV პირველთან ინტერვიუში ["ტვ პირველის" თარგმანი].