უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა 9 მაისს ტყვეების გაცვლა ფორმატში 1000–1000-ზე. ასევე მან დაადასტურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება 9–11 მაისს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„დღეს, მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში ამერიკული მხარის შუამავლობით მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში 1000–1000-ზე
ასევე უნდა დამყარდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 9, 10 და 11 მაისს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მან უკრაინის გუნდს დაავალა სწრაფად მოამზადოს ყველაფერი, რაც ტყვეთა გაცვლისთვის არის საჭირო.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის გუნდს დიპლომატიურ პროცესში მიღწეული შედეგებისთვის:
„ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები უზრუნველყოფს შეთანხმებების შესრულებას რუსეთის მხრიდან,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში მრავალი მიმართვა და სიგნალი იყო მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებების კონფიგურაციასთან დაკავშირებით უკრაინის შორი მოქმედების დრონების აქტიურობის ფონზე. მისი თქმით, „სარკისებური მოქმედების პრინციპი“ უკრაინის მხრიდან კარგად არის ცნობილი და ეს რუსულ მხარესაც გადაეცა.
„ჩვენი პოზიციის განსაზღვრისას დამატებითი არგუმენტი ყოველთვის არის ამ ომის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული საკითხი - სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაა. წითელი მოედანი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეიძლება სახლში დაბრუნდნენ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის 3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გამოაცხადა.