სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, - ამის ჟურნალისტებს ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს,
“მარტო მე და ნიკა მოსიაშვილს 20-მდე სპეცრაზმელი 19 კამერის წინ გვირტყამდა. ჩემს ძმას 6 კაცი რკინის ხელკეტებით ურტყამდა. ბორის ჩელე ყურუას ურტყამდა 6 კაცი რკინის ხელკეტებით. ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო ერთი კაცი დაიჭირეს - ერთმა კაცმა სცემა ხაბეიშვილი?! დათო ქაცარავა რომ სცემეს, ის სპეცრაზმელები ვერ აღმოაჩინეს? შემიძლია ერთ საათი ვიდგე და ძალადობის შემთხვევები ჩამოვთვალო - ცალკე ე.წ. შავებში მყოფი ადამიანების და ცალკე ე.წ. ტიტუშკების“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.