ვიეტნამში ტურისტული იახტა ჩაიძირა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპულია 11 ადამიანი. ბორტზე სულ 26 ტურისტი იმყოფებოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელერადიოკორპორაცია "ბი-ბი-სი" ავრცელებს, რომელიც თავის მხრივ ვიეტნამის სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს ეყრდნობა.
მედიკოსი აცხადებს, რომ გადარჩენილები ჯერ კიდევ შოკში იმყოფებიან.
გარდაცვლილთა ცხედრები ამოცნობისათვის საავადმყოფოშია გადატანილი.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, იახტაზე იმყოფებოდნენ ტურისტები დიდი ბრიტანეთიდან, ვიეტნამიდან, აშშ-დან, დანიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და შვედეთიდან. ბორტზე ორი რუსი ტურისტი იმყოფებოდა.
სხვა მონაცემებით, დაღუპულია 12 ტურისტი.