აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბეს.
ირანის ძალებმა საერთაშორისო საზღვაო დერეფანში მოძრავი ამერიკული ხომალდების მიმართულებით რამდენიმე რაკეტა, დრონი და მცირე ზომის კატარღა გაუშვეს. აშშ-ის არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაანეიტრალა შემომავალი საფრთხეები და იერიში მიიტანა ირანის იმ სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამერიკულ ძალებზე თავდასხმებში მონაწილეობდნენ. სამიზნეებს შორის იყო სარაკეტო და დრონების გამშვები პოზიციები, მართვისა და კოორდინაციის ცენტრები, ასევე სადაზვერვო და მეთვალყურეობის კვანძები.
CENTCOM ესკალაციისკენ არ ისწრაფვის, თუმცა მზადყოფნაში რჩება ამერიკული ძალების დასაცავად", - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.