რომის პაპისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილის შეხვედრა დღესდღეობით "იმდენად რეალურია, როგორც არასდროს". ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" იტყობინება.
გაზეთის ინფორმაციით, არაა გამორიცხული შეხვედრის შედეგად ორ ეკლესიას შორის არსებული მრავალი საკითხი მოგვარდეს.
ამ ეტაპზე რუსეთში რომის პაპის მიწვევასთან დაკავშირებით არაფერი თქმულა. თუმცა მედვედევის დელეგაციის ერთ-ერთი ჩინოვნიკი ირწმუნება, რომ რომის პაპთან სტუმრობისას, შესაძლოა, მედვედევმა ქრისტიანული ეკლესიის ორ მეთაურს შორის სავარაუდო შეხვედრის თემა განიხილოს.