აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვატიკანში პაპ ლეო XIV-ს შეხვდა.
რუბიო ვატიკანში დაახლოებით ორნახევარი საათი იმყოფებოდა. ის პაპ ლეოს პირისპირ შეხვდა, შემდეგ კი მოლაპარაკებები გამართა ვატიკანის წარმომადგენლებთან, მათ შორის უმაღლეს დიპლომატთან, იტალიელ კარდინალ პიეტრო პაროლინთან.
მარკო რუბიოსა და რომის პაპ ლეო XIV-ს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
ეს რომის პაპსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამართული პირველი შეხვედრაა.
მარკო რუბიო რომში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება და ხვალ იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის შეხვდება.