ამერიკის სამართალდამცავებმა კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ეთნიკურად სომეხ დამნაშავეთა 99 წევრი დააკავეს. ისინი დანაშაულებრივი დაჯგუფება "სომხური ძალის" წევრები იყვნენ.
დაჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაში კალიფორნიისა და ფედერალური პოლიციის ასობით თანამშრომელი მონაწილეობდა. დაკავება აღმოსავლეთ ჰოლივუდის ქალაქ გლენდეილში (ლოს-ანჯელესის რაიონში) განხორციელდა.
"სომხური ძალის" წევრებს ბრალი გამოძალვის, მკვლელობის, გატაცებისა და სხვა დანაშაულისთვის წაუყენეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებს პერსონალური მონაცემების მითვისებასა და თაღლითობაშიც ადანაშაულებენ.