საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.
სხდომა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება შედგება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით," - წერია განცხადებაში.