ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულები - მამუკა ბაღდავაძე და გიორგი კაჭკაჭაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო..
გიორგი კაჭკაჭაშვილს, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას ედავებოდა, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ხოლო მამუკა ბაღდავაძეს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას ედავებოდნენ, 7 წლით პატიმრობა.
გიორგი კაჭკაჭაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენას, შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.
მამუკა ბაღდავაძეს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით და 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ცრუ ჩვენების მიცემასა და დანაშაულის დაფარვას გულისხმობს.
ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. ასევე უვადო პატიმრობა მიესაჯათ გუშინ მკვლელობის ორგანიზებით დაკავებულ ძმებს - დავით და გიორგი მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს.