მესტიის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართა.
გადამტვირთავი სადგური მესტიასა და მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს მოემსახურება. მსგავსი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებისა და გადაზიდვის უფრო ეფექტიან ორგანიზებას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს. ამასთანავე, გადამტვირთავი სადგურის ოპერირება შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
„რეგიონებში გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა და მათი შემდგომი ოპერირება მუნიციპალიტეტებს ეხმარება დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვაში. გარდა ამისა, მსგავსი ობიექტების მუშაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მართვის სისტემის დანერგვასა და განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ.
შეხვედრას, რომელსაც საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ დიაკონიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და სხვა უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა