ილია თოფურია, UFC-ს სხვა მებრძოლებთან ერთად, თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა იმ მებრძოლებს უმასპინძლა, რომლებიც 15 ივნისს თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ს ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება.
დონალდ ტრამპის თქმით, ის სპორტის ფანია და 14 ივლისს თეთრი სახლის წინ იქნება "დიდი ბრძოლა".
"14 ივლისს დიდი ბრძოლა გვაქვს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა და აღარასოდეს მოხდება", - განაცხადა ტრამპმა.
ილია თოფურია ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის შეხვდება.
„მადლიერი ვარ, რომ საშუალება გვეძლევა, სპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩავატაროთ. მადლობა უფალს ამ საოცარი დღისთვის და ოვალურ ოფისში ყოფნის დაუვიწყარი გამოცდილებისთვის“, – მიმართა თეთრ სახლში მყოფმა ილია თოფურიამ დონალდ ტრამპს.