პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს რუსეთში ვიზიტი შეიძლება ეპატიოს, თუ სლოვაკეთი უკრაინისთვის დახმარებას განბლოკავს. მისი თქმით, სლოვაკეთის პრემიერის პოზიციაში კიევის მიმართ პოზიტიური ცვლილება შეიმჩნევა და არსებობს იმედი, რომ "ვიშეგრადის ჯგუფში" თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა.
ვარშავაში Defence24 Days“-ის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ფიცოსთან ბოლო ინტერვიუ „ძალიან პოზიტიური“ იყო. მისი თქმით, თუ სლოვაკეთი უკრაინის მხარდაჭერას აღადგენს, ფიცოს რუსეთის ვიზიტი პარტნიორებისთვის შესაძლოა მისაღები გახდეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ელოდება, რომ უნგრეთის ახალმა მთავრობამ შესაძლოა, გააუქმოს ვეტოები უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით. მან ასევე გაიხსენა უკვე დამტკიცებული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი.
როგორც ცნობილია, ფიცო 9 მაისს გეგმავს ვიზიტს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომიის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე, თუმცა სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს.