უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ქალაქ სუმში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, კიდევ ორი კი დაშავდა. დაღუპული დაწესებულების დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო. შენობაში ბავშვები არ იმყოფებოდნენ.
თავდასხმა სუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სამოქალაქო ობიექტზე ორი დრონით განხორციელდა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.