ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დასრულებულა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ბრიფინგზე განაცხადა.
პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანის მიერ კომერციულ გემებზე თავდასხმების მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კვლავ ძალაშია.
მისი თქმით, დონალდ ტრამპი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, წარმოადგენს თუ არა რომელიმე ინციდენტი ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას, და მან ირანს მოუწოდა „ფრთხილად იყოს იმ ქმედებებში, რასაც ახორციელებს“.
„ამჟამად ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილად ძალაშია, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით,“ - განაცხადა ჰეგსეთმა.