რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ კავკასიელთა მისამართით საკუთარი გამონათქვამები განმარტა, რის გამოც ჩეჩნეთის ლიდერმა მას "კლოუნი" უწოდა.
"ჟირონოვსკი პოლიტიკოსი არაა, ის არასერიოზული ადამიანია. ჯაჭვით დაბმული ძაღლიც ყეფს ხოლმე. ისიც ამის მსგავსია. მას აკავებენ, ის კი მუდამ ყეფს. მან ისიც კი არ იცის, რის შესახებ ლაპარაკობს,"_აღნიშნა კადიროვმა.
ამის საპასუხოდ ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ მას ვერ გაუგეს.
"შეუძლებელია არ გიყვარდეს ხალხი ან ქვეყნები. უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა. გადაცემა რუსებს მიეძღვნა და შემდეგი კითხვა დაისვა: უნდა დავიცვათ თუ არა რუსები?"_აღნიშნა ჟირინოვსკიმ.
შეგახსენებთ, 2011 წლის იანვარში ლიბერალ-დემოკრატების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ჟირონოვსკიმ რუსებისთვის უმთავრეს პრობლემად ჩრდილო კავკასიის სამი რესპუბლიკა დაასახელა_დაღესტანი, ჩეჩნეთი და ინგუშეთი. ამის საპასუხოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვიცე-სპიკერის პოსტიდან ჟირინოვსკის მოხსნა მოითხოვა.
მასალის გამოყენების პირობები