ცალ ფეხზე მდგომები ეტენებიან ზელენსკის, ჩიხში როცა ხარ, რას არ იკადრებ, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ლიდერი ღამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცერგოლეიშვილი ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში.
"ცალ ფეხზე მდგომები ეტენებიან ზელენსკის.
ჩიხში როცა ხარ, რას არ იკადრებ.
დიდება უკრაინას!
საქართველო ივანიშვილის გარეშე!" - წერს ჩერგოლეიშვილი.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზელენსკისთან მეგობრული და საინტერესო საუბარი ჰქონდა.
„მე შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო დახურული შინაარსის შეხვედრა, დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, რაც შედგა ჩვენს შორის", - განაცხადა კონახიძემ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი სოიალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს. უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავაც პატივს სცემს საქართველოს, მის სუვერენიტეტს და მის ხალხს. ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“.