მოსკოვში 9 მაისის აღლუმი, შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში პირველად გაიმართოს სამხედრო ტექნიკის გარეშემ რუსეთში ასევე შიშობენ, რომ წითელი მოედნის თავზე შესაძლოა, დრონები გამოჩნდნენ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერევანში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე განაცხადა.
„რუსეთმა მოსკოვში 9 მაისის აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე დააანონსა. თუ ეს ასე მოხდება, ეს მართლაც უპრეცედენტო იქნება ბოლო მრავალი წლის განმავლობაში. მათ აღარ აქვთ იმ მასშტაბით სამხედრო ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა და შიშობენ, რომ წითელი მოედნის თავზე დრონები გამოჩნდებიან.
ეს ბევრს ამბობს არსებულ ვითარებაზე, ეს ნიშნავს, რომ ახლა ისინი ძლიერები არ არიან,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის შეფასებით, საჭიროა რუსეთზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერება სანქციების გზით და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.
ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ 2026 წლის ზაფხული იქნება ის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს, როგორ გააგრძელოს მოქმედება - გააფართოოს ომი თუ გადავიდეს დიპლომატიაზე.