სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტი სიცივის გამო დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტუდენტები არდადეგებზე გაუშვეს.
"ღამით სუბტროპიკებში ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბლა ჩამოდის, დღე კი პლიუს ხუთამდე ადის. ამასთან ერთად აფხაზეთში თოვლი მოვიდა", _ იუწყება აფხაზური მედია.
მათივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის ძველ შენობაში არ არის გათბობა. მეტიც, ფანჯრებში მინები ჩამსხვრეულია. სტუდენტები ლექციებზე ჩაცმულები სხედან. ამიტომაც სტუდენტების არდადეგებზე გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.