"მიეცით ბავშვებს წამალი“ - ამ მოწოდებით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა და მხარდამჭერებმა მეტრო “რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მარშით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ბავშვებს შესაბამისი მედიკამენტები დაუფინანსონ.
აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩები სიმბოლურად წითელი ბუშტებით და შეძახილებით შემოიარეს. ისინი სკანდირებდნენ - "გადაარჩინე სიცოცხლე! '