ხვალ, 18 თებერვალს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეებთან მუშაობის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ ჩეპურინი ეწვევა. ეს განცხადება ამის შესახებ ოსურ მედიასთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალან ფლიევმა გააკეთა.
"ვიზიტის მიზანი არის სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელი რუს თანამემამულეებთან შეხვედრა და რიგი საკითხების განხილვა, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებს ეხება", _ განაცხადა ფლიევმა.
მისივე ინფორმაციით, ალექსანდრ ჩეპურინი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მურატ ჯიოევსაც შეხვდება.