აშშ-ის "ინტერესშია", რომ საკუთარი სამხედროები ერაყში კვლავაც დატოვოს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა რობერტ გეიტსმა სამხედრო საქმეებში წარმომადგებლობითი პალატის კომისიის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ 2011 წლისათვის კონტინგენტის გაზრდის შესაძლებლობა განიხილა. ამასთან, გეიტსმა აღნიშნა, ვიდრე ერაყის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვის გაზრდას არ სთხოვს აშშ-ს, ვაშინგტონი რეგიონში თავისი სამხედროების შემცირებას 2008 წლის შეთანხმების მიხედვით განახორციელებს.
დღესდღეობით ერაყში იმყოფება დაახლოებით 47 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სამშობლოში მიმიდინარე წლის 31 დეკემბერს უნდა დაბრუნდნენ.
სავარაუდოდ, ამის შემდეგ ერაყში დარჩება 150 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ადგილობრივ ძალებს უსაფრთხოების გაძლიერებაში დახმარებას აღმოუჩენენ.
"სიმართლე ისაა, რომ ერაყელებს სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავება მოუწევთ, თუკი იქ ჩვენს სამხედრო მოსამსახურეთა არასაკმარისი რაოდენობა დარჩება,"_აღნიშნა რობერტ გეიტსმა.
შეგახსენებთ, შეთანხმების მიხედვით, ამერიკელი სამხედროები ერაყის ტერიტორიიდან უნდა გამოვიდნენ და ქვეყანაში მხოლოდ სასწავლო პერსონალი უნდა დატოვონ.