"საქართველოს აგრესიის შედეგები ერთ-ორ წელში ლიკვიდირებული იქნება", - ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"ერთი ორი წლის შემდეგ უკვე შეიძლებოდეს იქნება იმის თქმა, რომ 2008 წელს განხორციელებული ქართული აგრესიის შედეგები ლიკვიდირებულია", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენის საქმეში რუსეთის როლს მაღალი შეფასება მისცა.
"მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, რუსეთმა თავისი ვალდებულებები სრული მოცულობით შეასრულა და დამატებითი სახსრები რესპუბლიკის აღდგენისათვის საჭირო არ არის", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
მისივე თქმით, დღეისათვის ე.წ. სამხრეთ ოსეთში უკვე ჩაბარებულია 792 ობიექტი, რომლებიც რუსეთის დახმარებით აღდგა.
"ამასთან ერთად, ყველა ეს ობიექტი სოციალური მნიშვნელობისაა საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც გარედან შემოსულ დახმარებას მთლიანად სამხედრო ინფრანსტრუქტურის ობიექტებზე და შეიარაღებაზე ხარჯავს", _ განაცხადა კოკოითმა.