ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში, პერლის მოედანზე ადგილობრივმა სამართალდამცველმა უწყებებმა საპროტესტო აქცია დაარბიეს. როგორც BBჩ იუწყება, აქციის დარბევას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა.
გამთენიისას ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით შეიარაღებული ასობით სპეცრაზმელი მივიდა პერლის მოედანზე. ოპოზიციის ლიდერების მტკიცებით, 2 ადამიანის დაღუპვასთან ერთად, 100 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული.
დემონსტრანტებს პერლის მოედანზე კარვები ჰქონდათ გაშლილი და ქვეყნის მთავრობისგან ფართო პოლიტიკური რეფორმების გატარებას მოითხოვდნენ.