პარტია "გახარია-საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებას ეხმიანება.
"ამ წუთას ჯანდაცვის მინისტრმა გასალანძღად გამოიყენა სიტყვა “ავადმყოფი”! ჯანდაცვის მინისტრმა! ამაზე მეტი რა უნდა დაემართოს ჯანდაცვის სისტემას!", - წერს ვიკა ფილფანი.
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს, პარტია ბიკა ფილფანს მიმართა და უთხრა, რომ ავადმყოფურ ტყუილებს ტირაჟირებს
"განცვიფრებული ვარ, როგორ შეგიძლიათ სრულიად უტიფრად, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის რაღაც საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე ამ თემის [დიუშენით დაავადებული ბავშვები] რაღაცნაირად მიწებება და ა.შ. - სრულიად არანორმალური და ავადმყოფური ტყუილები, ავადმყოფური გამონაგონები, რომელსაც თქვენ ტირაჟირებთ, მარტო იმიტომ, რომ ამ ტყუილითა და თითქოს ყალბი ეპატაჟურობით იქნებ სადმე პოპულარულობა მოიპოვოთ. ეს სწორი არაა და რჩევას მოგცემთ, ასეთი მეთოდებით ოპერირება დაივიწყეთ, ეს უსინდისობაა. ავადმყოფურია იმიტომ, რომ ეს ნორმალური არაა - ამ სიტყვის არასწორად ტირაჟირებას ნუ ცდილობთ. ავადმყოფური ნიშნავს იმას, რომ თქვენი ქცევა ნორმალური არ არის. დიახ, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ. შეურაცხყოფა არაა, რეალურად ეს კლინიკური მდგომარეობის ახსნაა. დიახ, ამას გეუბნებით". - უთხრა სარჯველაძემ ფილფანს.
ვიკა ფილფანმა მიხეილ სარჯველაძეს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის წამლის შემოტანასთან დაკავშირებით უთხრა: - "თქვენმა საპატიო თავმჯდომარემ ბიუჯეტში ნახევარი მილიარდი ლარი რომ არ გადაიხადა, ასეთი შეუვალი მაშინ რატომ არ იყავით?".