ცნობილმა მოჭადრაკემ, გარი კასპაროვმა თბილისის ჭადრაკის სასახლეში საჩვენებელი სეანსი გამართა. ლეგენდარულმა სპორტსმენმა ერთდროული თამაშის სეანსი ქართველ მოზარდ მოჭადრაკეებთან ჩაატარა.
ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოჭადრაკის წინააღმდეგ 12-იდან 18 წლამდე ასაკის თერთმეტმა ქართველმა სპორტსმენმა ითამაშა. თერთმეტ დამოუკიდებელ საჭადრაკო დაფაზე კასპაროვი წარმატებულ ქართველ მოჭადრაკეებს შეხვდა.
ღია საჭადრაკო სეანსი ერთ საათს გაგრძელდა. ახალგაზრდა მოჭადრაკეებმა სახელოვანი სპორტსმენისგან რჩევებიც მიიღეს.
მსოფლიო და ქართული ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ გარი კასპაროვს საპატიო ჯილდო გადასაცა.
გარი კასპაროვის ხუთდღიანი ვიზიტი თბილისში 17 თებერვალს დასრულდება.