თეირანში მომხდარი არეულობისას დაღუპულის დაკრძალვაზე პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის მომხრეებსა და ოპოზიციონრებს შორის ჩხუბი მოხდა.
დაღუპულ სტუდენტთან გამომშვიდობების ცერემონიალი თეირანის უნივერსიტეტის ფერწერული ხელოვნების შენობაში მიმდინარეობდა. სტუდენტის დაღუპვის მიზეზები კვლავაც დაუდგენელია. სახელმწიფო მედიასასუალებები ამტკიცებენ, რომ იგი ოპოზოციონრებმა დახვრიტეს, დემონსტრანტებიკი მის დაღუპვას პოლოციასთან შეტაკებას აბრალებენ.
შეგახსენებთ, რომ ირანში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები 11 თებერვალს დაიწყო, პირველი მსხვერპლი 14 თებერვალს დაფიქსირდა. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა მასობრივი მღელვარებას მკაცრი შეფასება მისცა და არეულობის მომწყობთა დასჯა მოითხოვა.