აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სამუშაო თათბირზე "რუსეთის რკინიგზის" ვიცე-პრეზიდენტთან ვლადიმერ ვორობიოვმა აფხაზეთში მიმდინარე რკინიგზის აღდგენითი სამუშაოს საკითხები განიხილა.
შეხვედრას, აფხაზური მხარის ინფორმაციით, სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა ესწრებოდა. ისაუბრეს მიმდინარე სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სმეტურ დოკუმენტაციასა და ექსპერტიზაზე. ბაღაფშმა აღნიშნა, რომ აფხაზური მხარე მზადაა აღნიშნული სამუშაოს შესრულებაში დახმარება გაუწიოს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 1-ელ მაისამდე სამუშაოს სრული მოცულობა შესასრულებელია და სოხუმამდე სამგზავრო და სატვირთო მატარებლებმა სიარული უნდა დაიწყონ.
რუსეთის რკინიგზის" ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვიდრე საპროექტო-სმეტური დოკუმენტაციის სახელმწიფო ექსპერტიზა არ ჩატარდება, სამუშაოს დაფინანსება არ დაიწყება.