რუსეთი ნავთობსადენის ბურგას-ალექსანდრუპოლისის მშენებლობის პროექტიდან გადის. პროექტის მონაწილე რუსული კომპანიები "ტრანსნეფტი", "როსნეფტი" და "გაზპრომ ნეფტი", ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გვერდის ავლით დაგეგმილი ნავთობსადენის მშენებლობაში მონაწილეობაზე უარს ოფიციალურად 17 თებერვალს განაცხადებენ.
განცხადებას ამის შესახებ პროექტის ოპერატორის Trans-Balkan Pipeline -ს დამკვირვებელთა საბჭოზე გაკეთდება.
სამმხრივი ხელშეკრულება რუსეთს, საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის 2007 წელს გაფორმდა. რუსეთის კონსროციუმს ბურგას-ალექსანდრუპოლისის პროექტში 51 %-ი ეკუთვნის, ხოლო საბერძნეთისა და ბულგარეთის წილი შესაბამისად 24,5-24,5 %-ია.
ნავთობსადენის სიგრძე, რომელმაც ბულგარეთზე და საბერძნეთზე უნდა გაიაროს, 280 კმ-ია და მისი ღირებულება 1,5 მლრდ. ევროა.
ნავთობსადენის მშენებლობა შესაძლებელს გახდიდა, რუსული და ყაზახური ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირებას.
ბურგას-ალექსანდრუპოლისის პროქტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ალტერნატივად მიიჩნეოდა. საკითხი მას შემდეგ გართულდა, რაც ბულგარეთმა პროექტის რეალიზაციაზე უარი განაცხადა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საბერძნეთში არსებული კრიზისი და რუსული კონსრომციუმის პროექტიდან გასვლა ბურგას-ალექსანდრუპოლისის ნავთობსადენის მშენებლობას შეუძლებელს ხდის.