კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემულისესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, თითქმისარ შეცვლილა და 5.2 მლრდ ლარის დონეზე დარჩა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2009 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 518.0 მლნ ლარის (სექტემბრის ბოლოს მონაცემთან შედარებით 7.1 პროცენტით ანუ 34.1 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 2.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 0.2 პროცენტით ანუ 5.6 მლნ ლარით ნაკლები) მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი
წილი - 45.9 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. მიმდინარე წლის სექტემბერთან
შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 0.2 პროცენტით შემცირდა და 1.3 მლრდ ლარი შეადგინა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.1 პროცენტს შეადგენს, რაც 2009 წლის 1 ნოემბრისათვის 617.1 მლნ ლარით განისაზღვრა (2.7 პროცენტით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.4 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 332.5 მლნ ლარია (6.8 პროცენტით მეტი, შესაბამისად).
ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 78.4 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.
გასული თვის განმავლობაში - 2.1 პროცენტით შემცირდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2009 წლის 1 ნოემბრისათვის 2.0 მლრდ ლარი შეადგინა.