"ოპოზიციის ეს ჯგუფები სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ. მათ არ შეუძლიათ, ქვეყნის განვითარებას მშვიდად უყურონ და ცდილობენ, მზეს მტვერი მიაყარონ. ამის ყურება სასაცილოა. მინდა მივმართო მათ, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა: "ეს მტვერი თქვენს თვალებს დაბინდავს",_განაცხადა პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა ირანში საპროტესტო გამოსვლების კომენტირებისას.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მირჰოსეინ მუსავი აცხადებს, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს. "მათ უფლება არ აქვთ, ოპოზიციის მომხრეების წამებულთა ცხედრები წაიღონ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მათი ხმები მიისაკუთრა, ახლა მათ ცხედრებსაც ისაკუთრებს",_აღნიშნა მუსავიმ.
შეგახსენებთ, ორშაბათს თეირანის ქუჩებში ათასობით ირანელი გამოვიდა. ისინი სკანდორებდნენ "სიკვდილი დიქტატორს!" მათ წინააღმდეგ პოლიციელებმა ხელკეტები და მომწავმლელი გაზი გამოიყენეს. არიან დაღუპულებიც.